თქვენი პარტნიორი ხარისხის მშენებლობაში


დღე 95 ₾
კვირა 85 ₾
თვე 70 ₾

1-6 დღე: დღიური ფასი / 7-29 დღე: კვირის ფასი / 30+ დღე: თვის ფასი

ქირავდება პროფესიონალური არმატურის საღუნი დაზგა, მოდელი RB-25 ( 25მმ-მდე დიამეტრის არმატურისთვის). ეს არის ეფექტური ელექტრო საღუნი დანადგარი, რომელიც განკუთვნილია სამშენებლო არმატურის – ფოლადის ღეროების სწრაფად, ზუსტად და უსაფრთხოდ ღუნვისთვის.

RB-25 არმატურის საღუნის გამოყენება და უპირატესობები:

  • მაქსიმალური დიამეტრი: ღუნავს არმატურას 25 მმ-მდე დიამეტრის ჩათვლით.
  • ზუსტი ღუნვის კუთხე: იძლევა საშუალებას დააყენოთ და მიიღოთ ღუნვის ზუსტი და განმეორებადი კუთხეები (ჩვეულებრივ 0-180 გრადუსის დიაპაზონში).
  • მაღალი წარმადობა: მნიშვნელოვნად აჩქარებს არმატურის ღუნვის პროცესს, სხვა მექანიკურ მეთოდებთან შედარებით.
  • გამოყენების სფერო: იდეალურია სამშენებლო მოედნებზე, არმატურის საამქროებში, რკინაბეტონის ნაკეთობების წარმოებაში.
  • კონსტრუქციული ელემენტები: გამოიყენება არმატურის კარკასების, ხამუთების, კაუჭების და რკინაბეტონის კონსტრუქციებისთვის საჭირო სხვა  დეტალების დასამზადებლად.
  • უსაფრთხოება და ხარისხი: ამცირებს ფიზიკურ დატვირთვას და ზრდის შესრულებული სამუშაოს ხარისხს და სიზუსტეს .

თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია რკინაბეტონის სამუშაოებთან, მონოლითურ მშენებლობასთან ან არმატურის დამუშავებასთან და გესაჭიროებათ საიმედო არმატურის საღუნი დაზგის, ელექტრო საღუნის ან უბრალოდ არმატურის დამხვევი აპარატის ქირაობა ან იჯარით აღება, RB-25 ეფექტური გადაწყვეტა იქნება.

გთავაზობთ RB-25 არმატურის საღუნის იჯარას ხელსაყრელი პირობებით თბილისში

ტექნიკური სპეციფიკაცია

  • ძაბვა – 220V/230V 50/60Hz
  • სიმძლავრე – 1600/1700W
  • დახრის კუთხე – 0-180 გრადუსი
  • დახრის სიჩქარე – 5-6 წმ
  • სამუშაო დიამეტრი: 6-25 მმ
  • წონა: 91 კგ
  • ზომები: 450 x 500 x 440 მმ

დანადგარს ერთდროულად შეუძლია მოღუნოს:

  • 22-25 მმ: 1 ცალი არმატურის ღერო
  • 10-20 მმ: 1-2 ცალი არმატურის ღერო
  • 10-13 მმ: 4-5 ცალი არმატურის ღერო
  • 6-13 მმ: 3-6 ცალი არმატურის ღერო

დაკავშირებული პროდუქტები