თქვენი პარტნიორი ხარისხის მშენებლობაში


დღე 80 ₾
კვირა 70 ₾
თვე 55 ₾

1-6 დღე: დღიური ფასი / 7-29 დღე: კვირის ფასი / 30+ დღე: თვის ფასი

ქირავდება მძლავრი ელექტრო სანგრევი ჩაქუჩი (ასევე ცნობილი როგორც ატბოინიკი ან პერფორატორი) მძიმე დემონტაჟის და სამშენებლო სამუშაოებისთვის. ეს არის შეუცვლელი ინსტრუმენტი, როდესაც საჭიროა ბეტონის, რკინაბეტონის, ასფალტის, აგურის, ქვის და სხვა მყარი მასალების სწრაფად და ეფექტურად დამსხვრევა.

სანგრევი ჩაქუჩი გამოიყენება:

  • დემონტაჟის სამუშაოებისთვის: კედლების, ტიხრების, ბეტონის კონსტრუქციების დანგრევა.
  • იატაკის აყრა: ბეტონის იატაკის, მოჭიმვის (“სტიაჟკა”), ფილების დემონტაჟი.
  • ღიობების გაკეთება: კარებისთვის, ფანჯრებისთვის ან კომუნიკაციებისთვის კედლებში და გადახურვებში ღიობების გამოჭრა/გაფართოება.
  • ასფალტის დაშლა: გზის საფარის, ტროტუარების ლოკალური შეკეთებისას ასფალტის ამოსაღებად.
  • საძირკვლის სამუშაოები: ძველი საძირკვლის ნაწილობრივი დემონტაჟი ან კორექტირება.

ეს ინსტრუმენტი განკუთვნილია ბეტონის და ქვის დასამტვრევად. შეუძლია 13 ტონა მატერიის დანგრევა დღეში.

ძირითადი მახასიათებლები

  • გამძლე კონსტრუქცია – მყარი ლითონის კომპონენტები ხანგრძლივი გამოყენებისთვის.
  • ვიბრაციის კონტროლი – დაბალი ვიბრაცია კომფორტული და უსაფრთხო მუშაობისთვის.
  • 30 მმ ექვსკუთხა სამაგრი –  სხვადასხვა დანართების მარტივი დამაგრებისთვის.

გთავაზობთ სანგრევი ჩაქუჩს ხელსაყრელი პირობებით თბილისში

ტექნიკური სპეციფიკაცია

  • დარტყმის ენერგია – 41 ჯოული
  • ნომინალური სიმძლავრე –  1750 ვტ
  • დარტყმის სიხშირე – 1300 დარტყმა/წთ
  • სამაგრი – 30 მმ
  • წონა – 16.9
  • სიგრძე: 760 მმ
  • სიგანე: 255 მმ

დაკავშირებული პროდუქტები