1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ამ ხელშეკრულების თანახმად “მეიჯარე” გადასცემს, ხოლო „მოიჯარე” დროებით სარგებლობაში იღებს „მეიჯარის“ საკუთრებაში არსებულ დანადგარებსა და/ან ინსტრუმენტებს (შემდგომში „იჯარის ობიექტი“), ხოლო „მოიჯარე“ კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს ამ ხელშეკრულებით დადგენილი საფასური;
1.2. „იჯარის ობიექტის“ მახასიათებლები გაწერილია „იჯარის ობიექტის“ გადაცემის აქტში;
1.3. „იჯარის ობიექტის“ „მოიჯარისათვის“ გადაცემის და დაბრუნების ვადები გაწერილია „იჯარის ობიექტის“ გადაცემის აქტში და „იჯარის ობიექტის“ დაბრუნების აქტში;
1.4. ხელშეკრულება მხარეებს შორის ფორმდება 2025 წლის 31 დეკემბრამდე და არეგულირებს აღნიშნულ პერიოდში „იჯარის ობიექტის“ გადაცემის ან დაბრუნების თითოულ აქტს;
2. იჯარის ფასი და გადახდის პირობები
2.1. „იჯარის ობიექტით“ სარგებლობის ჯამური საფასური გადასახადების ჩათვლით ყოველი საიჯარე ქმედებისათვის განისაზღვრება ინდივიდუალურად და გაწერილია „იჯარის ობიექტის“ გადაცემის აქტში;
2.2. იჯარის გადახდა ხორციელდება წინასწარ, ან „მოიჯარესთან“ შეთანხმებით, მხარეებს შორის „იჯარის ობიექტის“ გადაცემის აქტში მითითებული პირობების შესაბამისად.
3. მხარეთა ვალდებულებები
3.1. “მოიჯარე” ვალდებულია:
3.1.1. გამოიყენოს „იჯარის ობიექტი“ მხოლოდ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულების შესაბამისად და არ დაუშვას „იჯარის ობიექტის“ ფუნქციის შეცვლა „მეიჯარესთან“ შეთანხმების გარეშე;
3.1.2. გადაიხადოს იჯარა ამ ხელშეკრულებით და „იჯარის ობიექტის“ გადაცემის აქტით დადგენილი წესითა და ოდენობით;
3.1.3. მოუაროს „იჯარის ობიექტს“, მკაცრად დაიცვას ხანძარსაწინაღმდეგო და სხვა
ტექნიკური უსაფრთხოების წესები;
3.1.4. მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა „იჯარის ობიექტის“ დაზიანების საფრთხისაგან დასაცავად, ხოლო მისი ბრალით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ „მეიჯარეს’’ და მისი მითითების შესაბამისად აღმოფხვრას დაზიანება თავისი ხარჯებით;
3.1.5. „მეიჯარესთან“ შეთანხმებით და თავისი ხარჯებით ჩაუტაროს „იჯარის ობიექტს“ მიმდინარე რემონტი და გაუმჯობესებანი მისი ნორმალური ექსპლოატაციის უზრუნველსაყოფად, ამასთან რემონტის და გაუმჯობესებების ხარჯები „მეიჯარეს“ არ აუნაზღაურდება და არ ჩაეთვლება იჯარაში;
3.1.6. „მეიჯარესთან“ შეთანხმების გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რაც გამოიწვევს „იჯარის ობიექტის“ ცვლილებას;
3.1.7. აუნაზღაუროს „მეიჯარეს“ ყოველგვარი ზიანი, რომელიც მიადგება „იჯარის ობიექტს“ „მოიჯარის“ არამართლზომიერი ქმედების შედეგად;
3.1.8. ხელშეკრულების მოშლის ან შეწყვეტისას უკან დააბრუნოს „იჯარის ობიექტი“ იმ რაოდენობით და იმ მდგომარეობაში, რაც მას გადაცემის მომენტში ჰქონდა, ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით;
3.1.9. „მეიჯარის“ თანხმობის გარეშე არ გასცეს „იჯარის ობიექტი“ მესამე პირზე ქვეიჯარით ან სარგებლობის სხვა ფორმით;
3.1.10. იხელმძღვანელოს და დაიცვას „იჯარის ობიექტის“ ექსპლუატაციის წესები;
3.1.11. პირადი პასუხისმგებლობის პირობით მკაცრად დაიცვას „იჯარის ობიექტის“ უსაფრთხოების წესები;
3.1.12. დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების წესები და პირობები.
3.2. „მეიჯარე“ ვალდებულია:
3.2.1. ხელი შეუწყოს “მოიჯარეს” ყველა საჭირო საბუთის მიღებაში (ცნობა, ნებართვა და სხვა), რომელიც შეიძლება მოითხოვონ ხელისუფლების, მათ შორის მაკონტროლებელმა ორგანოებმა, „იჯარის ობიექტით“ სარგებლობის პროცესში, მათ შორის „მეიჯარესთან’’ შეთანხმებული რეკონსტრუქციის ან სხვა გადაკეთების განხორციელებისას;
3.2.2. უზრუნველყოს ,,მოიჯარის’’ მიერ „იჯარის ობიექტით“ შეუფერხებელი სარგებლობა და ხელი არ შეუშალოს მას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაში;
3.2.3. დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები.
4. „იჯარის ობიექტის“ გადაცემა და დაბრუნება
4.1. „იჯარის ობიექტის“ მიღებისას “მოიჯარე” ვალდებულია დაუყონებლივ შეამოწმოს
მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობა. ნაკლის აღმოჩენის ან რაიმე პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში შეატყობინოს “მეიჯარეს”, არა უგვიანეს 1 (ერთი) დღისა;
4.2. ”მოიჯარემ” „იჯარის ობიექტი“ უნდა დაუბრუნოს “მეიჯარეს” ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ჩაიბარა, ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით;
4.3. „იჯარის ობიექტის“ დაბრუნებისას, დაბრუნება უნდა დადასტურდეს მხარეთა
ხელმოწერებით;
4.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული „იჯარის ობიექტის“ საიჯარე ვადა აითვლება, „მოიჯარის“ მიერ „იჯარის ობიექტის“ გამოტანით და მთავრდება “მოიჯარის” მიერ მისი “მეიჯარის” ბაზაზე დაბრუნებით ან “მოიჯარის” მიერ “მეიჯარისთვის” ბაზის გარეთ გადაცემის შემთხვევაში თანდართული დოკუმენტაციის შევსების შედეგად;
4.5. იჯარის ხანგრძლივობის ასათვლელად პირველ დღედ ითვლება „იჯარის ობიექტის“ გადაცემის დღე, ხოლო ბოლო დღედ, „იჯარის ობიექტის“ ბაზაზე დაბრუნების დღე;
4.6. თუ „იჯარის ობიექტი“ დაბრუნდება 10:00 საათამდე, მაშინ დაბრუნების დღედ ჩაითვლება წინა დღე;
4.7. “მოიჯარე” ვალდებულია აუნაზღაუროს “მეიჯარეს” ხელშეკრულების 1.3. მუხლით განსაზღვრულ საბოლოო ვადაზე მეტი დღეების ოდენობა;
4.8. “მეიჯარეს” უფლება აქვს უარი თქვას „იჯარის ობიექტის“ უკან მიღებაზე და მოითხოვოს
“მოიჯარისაგან” კომპენსაციის გადახდა „იჯარის ობიექტის“ შესაკეთებლად ან ახლის შესაძენად, თუ დაბრუნებული „იჯარის ობიექტი“ “მეიჯარის” მიერ ჩაითვლება შემდგომში გამოყენებისათვის უვარგისად, ან მნიშვნელოვნად დაზიანებულად.
5. პასუხისმგებლობა
5.1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ხელშეკრულების პირობების დამრღვევმა მხარემ უნდა აუზღაურებს მეორე მხარეს დარღვევით მიყენებული ზიანი;
5.2. „მოიჯარე“ პასუხს აგებს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გადახდაზე;
5.3. მხარეები ვალდებულებას იღებენ დაუყონებლივ მიაწოდონ ერთმანეთს ყოველგვარი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საიჯარე ურთიერთობებზე. კერძოდ აცნობონ ერთმანეთს ნებისმიერი უფლებრივი თუ სხვა სახის რისკების შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქონების განადგურება, დაზიანება, სანივთო ან/და სხვა უფლებებით დატვირთვა, გასხვისება ან/და სხვაგვარი შედეგი რაც შეუძლებელს გახდის ან/და გაართულებს „იჯარის ობიექტით“ სარგებლობას;
5.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იჯარის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში „მეიჯარე’’ უფლებამოსილია მოსთხოვოს „მოიჯარეს“ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადამოსული დავალიანების 0.5%-ის ოდენობით;
5.5. იმ შემთხვევაში, თუ „მოიჯარეს“ შეეზღუდება „იჯარის ობიექტით“ სარგებლობის უფლება „მეიჯარის“ ბრალეულობით და რომელიც „მოიჯარის“ მიერ დოკუმენტალურადაა დასაბუთებული და წერილობითი შეტყობინებითაა ჩაბარებული „მეიჯარისათვის“, „მოიჯარე“ უფლებამოსილია შეზღუდვის მთელ პერიოდზე არ გადაიხადოს შესაბამისი პერიოდის იჯარა და ამასთანავე დააკისროს „მეიჯარეს“ პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იჯარის 0.5% ოდენობით, შეზღუდვის ყოველი დღისათვის;
6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ვადამდე შეწყვეტა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება იჯარის ვადის ნაწილში მოქმედებს ხელშეკრულების 1.3 პუნქტით განსაზღვრული ვადით, ხოლო მხარეთა სხვა ვალდებულებების შესრულების ნაწილში, ამ ვალდებულებების სრულ შესრულებამდე;
6.2. „მეიჯარეს” შეუძლია მისი მხრიდან ყოველგვარი დამატებითი ვალდებულებების წარმოშობის გარეშე ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:
6.2.1. თუ “მოიჯარე” უხეშად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
6.2.2. თუ “მოიჯარე” არაერთგზის არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რის შესახებაც იგი უკვე იყო გაფრთხილებული წერილობით (მათ შორის ელექტრონული საშუალებებით);
6.2.3. თუ “მოიჯარე” განზრახ ან დაუდევრობით აუარესებს „იჯარის ობიექტის“ მდგომარეობას, რითაც ზიანი ადგება “მეიჯარეს”;
6.2.4. შეატყობინებს რა ხელშეკრულების მოშლის შესახებ „მოიჯარეს“ 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე.
6.3. “მოიჯარეს” შეუძლია მისი მხრიდან ყოველგვარი დამატებითი ვალდებულებების წარმოშობის გარეშე ვადამდე მოშალოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:
6.3.1. თუ “მეიჯარე” უხეშად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
6.3.2. თუ “მეიჯარე” არაერთგზის არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რის შესახებაც იგი უკვე იყო გაფრთხილებული წერილობით (მათ შორის ელექტრონული საშუალებებით);
6.3.3. თუ “მეიჯარის” ბრალეული ქმედებით ეზღუდება „მოიჯარეს“ „იჯარის ობიექტით“ სარგებლობა და აღნიშნული დოკუმენტალურადაა დასაბუთებული „მოიჯარის“ მიერ და წერილობითი შეტყობინებითაა ჩაბარებული „მეიჯარისათვის“;
6.3.4. შეატყობინებს რა ხელშეკრულების მოშლის შესახებ „მეიჯარეს“ 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე.
6.4. ხელშეკრულება აგრეთვე შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმების შედეგად;
6.5. ხელშეკრულების შეწყვეტისას, თუ აღნიშნული ხდება რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების უხეში ან არაერთგზის დარღვევის გამო, დამრღვევმა მხარემ სრულად უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული ტექნიკური ხარჯები („იჯარის ობიექტის“ რემონტი, ტრანსპორტირება და სხვა მსგავსი ხარჯები);
6.6. ხელშეკრულების შეწყვეტიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, “მოიჯარე” ვალდებულია გადაიხადოს ამ დღისთვის არსებული ყველა გადასახადი;
6.7. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ „მოიჯარის“ მიერ „იჯარის ობიექტით“ სარგებლობა ფაქტობრივად გაგრძელდა, რისი წინააღმდეგიც არ არის ,,მეიჯარე“, ხელშეკრულება ყოველ ასეთ ჯერზე გაგრძელებულად ჩაითვლება ერთი თვის ვადით, იმავე პირობებით.
7. ფორს მაჟორი
7.1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან, თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, პანდემია, ომი და სხვა) ზეგავლენით, რომელთა წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება აღემატება მხარეთა გონივრულ კონტროლს და შესაძლებლობებს. დაუძლეველი ძალით გამოწვეული მოვლენები ეწოდება ისეთ მოვლენებს, რომელთა წარმოშობასა და განვითარებაზე მხარეებს არ შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა (ფორს-მაჟორი);
7.2. მხარე, რომელსაც მიზეზად დაუძლეველი ძალის მოვლენები მოჰყავს, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს წერილობით ასეთი მოვლენების დადგომის თაობაზე. ამასთან, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს დაუძლეველი ძალის მოვლენების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ის საყოველთაოდ აღიარებული არ არის. თუ ასეთი მოვლენები გაგრძელდა 30 (ოცდაათი) დღეზე მეტი ვადით მხარეები უფლებამოსილნი არიან მოშალონ ხელშეკრულება.
8. სხვა პირობები
8.1. მხარის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ ნიშნავს ამ უფლების უარყოფას;
8.2. ხელშეკრულების ვადის გასვლის ან მოშლის შემთხვევაში, ყველა სახის გაუმჯობესება და რემონტი „იჯარის ობიექტზე“, რომელიც წინასწარ შეთანხმებული იყო „მეიჯარესთან“ რჩება „მეიჯარეს“;
8.3. იმ გაუმჯობესებების დემონტაჟი, რომლებიც საჭირო იყო მხოლოდ „მოიჯარისთვის’’ მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს „მოიჯარის“ ხარჯით;
8.4. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პირობა გახდა ბათილი, ეს არ გამოიწვევს მთელი ხელშეკრულების ან მისი სხვა პირობების ბათილობას;
8.5. ხელშეკრულება ყველა ვალდებულებით ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე;
8.6. მხარეები ვადასტურებთ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია გონივრული
განსჯის შედეგად და მასზე ხელმომწერ პირებს აქვთ სათანადო უფლებამოსილება;
8.7. წინამდებარე ხელშეკრულება შეიცავს მხარეებს შორის არსებულ ყველა წინასწარ
შეთანხმებას. ყოველი დამატება, ცვლილება ან შესწორება მოკლებულია იურიდიულ ძალას, თუ არ არის შედგენილი წერილობითი ფორმით და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ;
8.8. წინამდებარე ხელშეკრულება განიმარტება და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.